Montag, 6. Juni 2016

ინტელის ტრენინგი

სწავლა და დასაქმება გერმანიაში


სწავლა და დასაქმება გერმანიაში ტრენინგის ფარგლებში გავეცანი საინტერესო დამხმარე მასალებს, რომლებიც გამომადგება შემდგომში სასწავლო პროექტების უკეთ დაგეგმვასა და შეფასებაში. უცხოელი კოლეგების მიერ შემოთავაზებული პროექტების ნიმუშებზე შესაძლებელია ჩემი სამუშაო პროცესის უფრო მარტივად და საინტერესოდ დაგემვა. ტრენინგის ფარგლებში ვისწავლე ისტ-თან მუშაობის საინტერესო ნიუანსებიც. მაგ. ელ. კითხვარების შექმნა, ვიდეოების ჩაშენება ბლოგზე და სხვა. ვფიქრობ ტრენინგზე მიღებული ცოდნა საჭიროებს ხშირად გადახედვას და განმტკიცებას.

Samstag, 14. Mai 2016

ტრენინგის მესამე, მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე, მეოთხე და მეხუთე  დღეს  განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირის გათვალისწინება პროექტის დაგეგმვისას.
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვაძო კითხვების ნიმუშებს სხვადასხვა პროექტის მაგალითზე და შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო საკვანძო კითხვები.
გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდზე. განვიხილეთ პრეზენტაციის ფორმა ჩვენს პროექტზე.
გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ  სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს.
გგავიხსენეთ ვებური ტექნოლოგიების მოხმარება.  google drive-ზე შევქმენით ფორმულარების, ტესტებისა და მარტივი კლვევის ნიმუშები.
მეხუთე დღე ყველაზე საინტერესო იყო.


Samstag, 23. April 2016

Intel–ის ტრენინგი. მეორე დღის რეფლექსია

  • ვისაუბრეთ  პროექტების  სწავლების სასკოლო ცხოვრებასი დანეგვის პროცესსა და მნიშვნელობაზე; 
  • გავეცანით ტრენინგის მოდულებსა და შესასრულებელ ამოცანებს;
  • შევქმენით პროტფოლიო თავისი შემადგენელი საქაღალდეებით თითოეული მოდულის მასალების შესანახად; 
  •   სალექციო კურსიდან ჩამოვტვირთეთ და შესაბამის სააღალდეებში შევინახეთ  მუშაობის პროცესისათვის საჭირო მასალები;
  • გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს;
  •   დავათვალიერეთ პროექტის საინფორმაციო ბუკლეტისა და გაზეთის  შაბლონები და  ვისწავლეთ მათი გამოყენება (როგორც უშუალოდ სალექციო მასალაში ასევე ტექსტურ რედაქტორში–Word–ში);
  • გავეცანით   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს; 
  •  გავიხსენეთ ელექტორონილ ფოსტასთან მუშაობა და ბლოგის მოხმარების წესები;
  • აქვე გავაკეთეთ ჩვენი  პროექტის სათაურისა და შინაარსის მოკლე მონახაზიც.

Donnerstag, 17. September 2015

პროექტი "სუფთა წერა" ანგარიში

პროექტის  რეფლექსია
ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება
პროექტი– სუფთა  წერა“
ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები
სკოლის მოსწავლეებში ეპიდემიასავით გავრცელდა საშინელი კალიგრაფია. მოსწავლეები წერენ იმდენად ცუდად რომ თვითონვე უჭირთ   საკუთარი ნაწერის  ამოკითხვა. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად , გაგვეკეთებინა რაიმე, შექმნილი მდგომარეობის თუნდაც ცოტათი გამოსასწორებლად. იდეა პირველად მოსწავლეებს გავაცანით და მათი უმეტესობა დაინტერესდა.
ნაწილი 3 - რეზიუმე
პროექტის მონახაზი თვითმმართელობის წევრ მოსწავლეებთან ერთად შეიქმნა. შემდეგ დამუშავდა ჩემს მიერ და სამუშაო ვარიანტი განვიხილეთ ფილოლოგიურ კათედრაზე. ასე შეიქმნა დირექციისათვის წარსადგენი ვარიანტი.
ვინაიდად პროექტი მოითხოვდა სკოლის ბუიჯეტიდან ფინანსურ დახმარებას ამიტომ შესაბამის წერილით მივმართეთ სკოლის სამერვეო საბჭოსა და ადმინისტრაციას. საბედნიერეოდ მათ დაგვრთეს ნება პროექტის წარდგენილი გეგმით მუშაობისა და აღგვითქვს ფინანსური მხარდაჭერაც.
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ჩათვალეს, რომ უკვე შეუძლებელია მათი კალიგრაფიის გამოსწორება. სამწუხაროდ მათი გადარწმუნება ვერ შევძელით.
პოექტში ჩართვის დღიდან მოსაწავლეებმა თავიანთი სამუშაო რვეულების სუფთა ფურცელზე დააწერეს: „მე ჩავერთე პროექტში „სუფთა წერა“.  პროექტი მიმდინარეობდა  2 თვე.  დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაწყებითი კლასების მასწავლებლები უკვე აღნიშნავდნენ  თავიანთი მოსწავლეების დიდ მონდომებას.
2 თვის გასვლის შემდეგ ჩვენ ავკრიბეთ მოსწავლეებისგან ქართულისა და მათემატიკის  რვეულები. შეფასების პროცესმა მიიღო წარდგენილი გეგმისაგან ცოტა განსხვავებული სახე.   თითოეული მოსწავლის რვეულს  ამოწმებდა 3  ჯგუფი. მათ  შორის 2 მასწაველბელთა და 1 მოსწავლეთა თვითმართველობიდან (ისინი ვინც პროექტში არ იყვნენ ჩართულნი).  თითოული ჯგუფი იღებდა მოსწავლის ორივე რვეულს და  აფასებდა მათ 5 ბალიანი სისტემით.  აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ მოსწავლეთა ჯგუფი ბევრად უფრო კრიტიკული იყო ვიდრე მასწავლებელთა.  ბოლოს შევკრიბეთ მიღებული შეფასებები და დავადგინეთ, რომ პოექტის ამ  ნაწილში, ანუ „საუკეთესო საშინაო და საკლასო წერის რვეული“ ყველაზე მეტი ქულა დააგროვა მე–5 კლასის მოსწავლემ, ნინი ვახტანგაძემ.
აღნიშნულიდან  3 დღეში მოეწყო  შეჯიბრი მეორე და მესამე კატეგორიაში გამარჯვებულ  მოსწავლეთა  გამოსავლენად. ამ ნაწილში ერთად შეკრებილმა მოსწავლეებმა   შეასრულეს  ორი დავალება. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა  გადაწერეს  ერთი და იგივე ლექსი  და მისწერეს წერილი სასურველ პიროვნებას. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა გადაწერეს  ლექსი განთიადი და დაწერეს განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე.
გადაწერის ნაწილის ობიექტურად შესაფასებლად მოსწავლეებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ არ მიეთითებინათ სამუშაო ფურცელზე  სახელი და გვარი. უბრალოდ ენახათ ფურცლის უკან აღნიშნული ნომერი  დ ნამუშევრის  ჩაბარების შემდეგ  აირჩიონ მაგიდაზე დაწყობილი ნომრებიდან მათი ფურცლის შესაბამისი  და შეინახონ როგორც საბუთი.
კალიგრაფიული ნაშრომების შეფასებაში ყველა ჩაერთო.
მეორე დღეს მოსწავლეებს გამოკრული დახვდათ ნამუშევრები კედელზე.   შეფასებისათვის თითოეულ მოსწავლესა და მშობელს მიეცა ერთი ფერადი სტიკერი. ანუ ყველას ჰქონდა მხოლოდ ერთი ხმა და შეეძლო მიეწებებინა  თავის სტიკერი სასურველ  ნაშრომზე. ბოლოს დავითვალეთ მათი რაოდენობა ნაშრომებზე და კონკურსის ამ ნაწილში გაიმარჯვა  მე–6 კლასის მოსწავლემ დიანა ხანთაძემ.
წერილები და საქმიანი ქაღალდები გაასწორეს ფილოლოგიური კათედრის წევრებმა და კონკურსის ამ  ნაწილში გაიმარჯვა მე–8 კლასის მოსწავლემ  ანი გოგლიჩაძემ. 

დაჯილდოვება
დაჯილდოვების  ნაწილშიც მოგვიწია მცირე ცვლილების შეტანა.  კერძოდ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელმა უარი გვითხრა უნაღდო ანგარიშსწორებით სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენაზე, ამიტომაც  მოსწავლეებთან შევათანხმეთ  სასურველი წიგნები და ისე გადავეცით გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები.
მასწავლებელთა თხოვნით სპეციალური სიგელებით  დავაჯილდოვეთ რამოდენიმე განსაკუთრებით მონდომებული მოსწავლეც.
ნაწილი 4 -  ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
ამ პროექტის გაკეთება სკოლაში შექმნილმა საშინელმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. მიუხედავად ყველა მასწავლებლის თხოვნისა ბავშვები არათუ არ აუმჯობესებდნენ კალიგრაფიას, არამედ პირიქით, უფრო აუარესებდნენ. ვიფიქრე თუ მათმცირე მოტივაციას მაინც მივცემდით იქნებ რამე შეცვლილიყო. როგორც კოლეგები აღნიშნავენ, პროექტმა მართლაც გამოიღო გარკვეული შედეგი დაწყებითი და საბაზო საფეზურის მოსწავლეებში. იმედია მომავალ წელს მსგავსი სახის პროექტებსა დაღონისძიებებშიუფროსკლასელებიც აქტიურად ჩაერთვებიან.
მომავალშიც ვეცდები მსგავსი პროექტები თუ ღონისძიებები სხვა კოლეგებთან ერთადაც განვახორცოელო.
ხელმოწერა:   ნანა  ბოჭორიშვილი



თარიღი:  13 ივნისი 2015 წ.https://drive.google.com/folderview?id=0BxKJafFfVLNBRmhYc2xBX1FaU2c&usp=sharing
პრეოქტის სახელწოდება:   სუფთა  წერა

           პროექტის მთავარი იდეა (თემა):  პროექტის მიზანია წერის კულტურის ამაღლება.

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეეთა საშიანო დავალების და შემაჯამებელი დავალების რვეულებშიც  საგანგაშოდ საყურადღებო სიტუაციაა. მათი მთავარი მიზანია გადააშავონ ფურცელი და შემდეგ ხშირად საკუთარი ნაწერის წაკითხვაც კი უჭირთ.

პროექტის მიზნები:  პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და  იმაზე უკეთესი მდგომარეობის ნახვა მოსწავლეთა რვეულებში ვიდრე დღესაა.
მოსწავლეებს განუვითარდებათ თვითორგანიზაციისა  და პასუხისმგებლობის  გრძნობა;

მონაწილეთა ასაკი:  6–18 წელი.  პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

ვადები/ხანგრძლივობა:  9–10  კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  საუკეთესო ნაშრომების  გამოფენა.

პროექტის მსვლელობა:
          სამეურვეო საბჭოსა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მოსწავლეებს გავაცნობთ პროექტის მიზანს.  აუხსნით მათ, რომ  სუფთად და მოწესრიგებულად წერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ პროექტს, რომელიც დაეხმარება მათ საჩუქრის მიღების მოტივით უფრო ყურადღებით აკეთონ თავიანთი ყოველდღიური საქმე.
          მოსწავლეებს ვთხოვთ, პოექტის პრეზენტაციის დღიდან თავიანთი საშინაო დავალების ყველა საგნის რვეულებს დააწერონ  ცარიელ ფურცელზე „მე ჩავერთე  პროექტში –სუფთა წერა“ და ამის შემდეგ  შეეცადონ გამარჯვების მოპოვებას.
           კონკურსის ბოლოს 9–10 კვირის თავზე. სპეციალურად შექმნილი კომისია  ჩამოკრიბავს რომელიმე ორი საგნის რვეულებს და სპეციალურად ჩამოწერილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს მათ.
          აქვე მოეწყობა კალიგრაფიული კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები საფეხურების მიხედვით შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებს.  მაგ: პირველი საფეხურის მოსწავეების კალიგრაფიულად და მხატვრულად გააფორმებენ ერთსა და იმავე ლექსს. მეორე საფეხურის მოსწავლეები ერთასა და იმავეს და მესამე საფეხურის მოსწავლეებიც ერთსა და იმავეს. აქაც გამოვლინდება მეორე გამარჯვებული. (კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის მოსწავლეები რომელთაც  კონკურსში ჩართეს თავიანთი დავალების რვეულებიც).
          კონკურსი N2– საუკეთესო საქმიანი წერილი.  მაგალითად განცხადება.
          მეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
          გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერით.
          ყველაზე სუფთა დავალების რვეული. 40 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება
          ყველაზე  კარგი კალიგრაფიული ნაშრომი  40 ლარიანი ვაუჩერით
          ყველაზე საინტერესო და  სწორი საქმიანი წერილი– 20 ლარიანი ვაუჩერით.
          საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-თან კავშირი:
ესგ. მუხლი 34. მოსწავლის მოტივაციის გაზრდა. 

მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობა და, პირიქით, იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა.  ასევე, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს  დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება. აუცილებელია, მოსწავლემ დაინახოს კავშირი სკოლაში მიმდინარე  საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.
ქართ. I. 12. მოსწავლეს შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა.
          იცავს ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს.

9. პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ბოჭორიშვილი

 ნამუშევრების შემფასებელი კომისიის წევრები: ინგა კუხიანიძე, ია ცნობილაძე, მაია ცნობილაძე, თამარ ფურცხვანიძე, მარიეტა შალამბერიძე, ანა ქობულაძე, თინა ბოჭორიშვილი, გულიკო ბოჭორიშვილი.

10. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  nanabochorishvili1@gmail.com

11. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   nanabochorishvili.blogspot.com


Freitag, 9. Mai 2014

პრეოქტის სახელწოდება:  პროფესიული განათლება.
 პროექტის მთავარი იდეა (თემა): აუცილებელი არაა ყველა ადამიანს ჰქონდეს უნივერსიტეტის დიპლომი. მთავარია იყო პროფესიონალი საქმისა, რომელსაც აკეთებ.     პროექტის აქტუალობა:  პროფესიული განათლების კოლეჯების პოპულარიზაცია  დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში.
პროექტის მიზნები: გაერკვევიან პროფესიული კოლეჯების დანიშნულებაში;გაიგებენ დღესდღეობით საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შეასხებ;დააკვირდებიან სხვადასხვა პროფესიის თეორიული  და პრაქტიკული მეცადინეობის პროცესს; გაერკვევიან საკუთარ მისწრაფებებში.
მონაწილეთა ასაკი:  15-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  5-6 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  შეიქმნება საინფორმაციო ტიპის ბუკლეტი, კედლის წერილობითი და ელექტრონული გაზეთი.          პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპუტერი, რამოდენიმე ციფრული ფოტო-აპარატი, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა:1.  მოიძიებენ ინფორმაციას სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ადგილმდებარეობის შესახებ.
 2. დაიყოფიან ჯგუფებად. შესაძლოა ზოგიერთ მოსწავლეს უკვე აქვს გაცნობიერებული  მომავალი საქმიანობის სფერო,ამასთან არსებობენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც აბსოლიტურად ვერ გარკვეულან რისი კეთება სურთ მომავალში.
3. გააგზავნიან რამდენიმე მოსწავლეს პროფესიული კოლეჯის დირექტორთან შესახვედრად,რომლებმაც უნდა გაარკვიონ შეძლებს იგი  მოსწავლეთა მიღებას მათთვის საინტერესო ინფორმაციის გაცნობის მიზნით; აგრეთვე რამდენად შესაძლებელი იქნება მოსწავლეთა დასწრება კოლეჯში სწავლების პროცეზე.
4. მოამზადებენ კითხვებს  რომლებსაც დაუსვამენ კოლეჯის დიტექტორს,მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. დააკვირდებიას სწავლების პროცესს.
5.შეხვდებიან წარმატებულ კურსდამთავრებულებს რომლებმაც უკვე იპოვეს სამუშაო.
6. მოაწყობენ ექსკურსიას მხარეში რომლის პროფესიული კოლეჯიც იძლევა ისეთი პროფესიის დაუფლების საშუალებას რომელიც ჩვენს მხარეში ნაკლებაა გავრცელებული (მაგ: ხალხური რეწვა)
7. შეგროვილ ინფორმაციას, ფოტო და ვიდეო მასალას გააერთიანებენ ელექტრონული პრეზენტაციის სახით და საკუთარ შთაბეჭდილებებთან ერთად გააცნობენ სკოლის სხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.  აგრეთვე დაამზადებენ კედლის გაზეთს.
8.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-თან კავშირი: 
9. პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ბოჭორიშვილი
10. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  nanabochorishvili1@gmail.com
11. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   nanabochorishvili.blogspot.com

a

Donnerstag, 9. Januar 2014

Die Liebe.ღია გაკვეთილი

გაკვეთილის თემა
სიყვარული
გაკვეთილის მსვლელობა
1.       მასწავლებელი დაფაზე დახატავს გულს და  ჩაწერს მასში  „შეყვარებული წყვილები მსოფლიო ლიტერატურიდან“  თხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ და თავიანთი ხელით დაწერონ დაფაზე  ასეთი წყვილების სახელები.  (3  წთ.)       (სქემა N 1)

Heart: Liebespaare   aus der
Weltliteratur
 

                                                                                                        Paris und Elene


                                                                                                                     Romeo und Julia






2.      მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ  ორი პატარა ნაწყვეტი ოდისეადან  და რომეო და ჯულიეტადან. მოსწავლეებმა 2 წუთის შემდეგ მასწავლებლის კითხვებზე პასუხის გაცემით უნდა გამოხატონ თავიანთი აზრი რომელმა მათგანმა უფრო დააინტერესათ.  (5 წთ)   (სამუშო ფურცელი N1 და N2)
3.      მოსწავლეებს სვთხოვს  წებოვან ფურცლებზე გადაიტანონ  საშიანაო დავალება. მათ უნდა მოეძებნათ სასიყვარულო ფრაზები, გამოთქმები და  ტექსტური შეტყობინებები. (5წთ)
4.       მასწავლებელი კლასს აჯგუფებს ორ ჯგუფად. თითოეულ  ჯგუფს აძლევს ერთი და იგივე შინაარსის 6–6 ტექსტს.  მოსწავლეემბმა 15 წუთში უნდა  მონიშნონ ტექსტში სასიყვარულო ფრაზები და  წებოვან ქაღალდებზე ამოწერონ ისინი.   (15 წთ)  (სამუშო ფურცელი  N 3–8)
5.      მოსწავლები ამოწერილ ფრაზებს  მოაკრავენ წინასწარ მომზადებულ პლაკატზე და თან ხმამაღლა წაიკითხავენ (5 წთ.)   (პლაკატი N1)
6.      მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაუბრუნდნენ ისევ ტექსტებს და ამჯერად დაალაგონ ისინი შინაარსის მიხედვით 3 ჯგუფში.
Freude
Traurigkeit
Angst



    (15წთ.)  (სქემა N 2)
7.      ამჯერად მასწავლებელი დასვამს კითხვებს ტექსტების ირგვლივ. რა მსგავსებასა და განსხვავებას ხედავენ ბავშვები ტექსტებს შორის? ხედავენ თუ არა აქ  წლებისა და საუკუნეების ცვლილების
შედეგებს? და ა. შ. (5 წთ.)

8.      მასწავლებლის თხოვნით მოსწავლეები  ისევ  2  ჯგუფში მუშაობით  საკუთარი გემოვნებით , ფერადი ფურცლებითა და ფლომასტერებით დაამზადებენ  პლაკატებს, რომელშიც ერთმანეთთან შეაერთებენ  სიყვარულთან დაკავშირებულ  გამონათქვამებს, მათ ახსნებსა და ამ გამონათქვამების ქართულ ვარიანტს.  (20 წთ.) (მოსწავლეთა მიერ დამზადებული პლაკატები  N 2–3)
9.      მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს სიმღერას და სთხოვს შეავსონ მასში გამოტოვებული ადგილები მოსმენისას.  (5წთ.)  (სამუშო ფურცელი  N 9)
10.  მოსწავლეები ნაშრომს ამოწმებენ ჯერ წყვილებში, შემდეგ კი   მასწავლებელთან ერთად კლასში. (5 წთ)
11.  მოსწავლეები ახლა წყვილებში დაჯდებიან და  და მასწავლებლის მიერ მიწოდეული ტექსტების ურთიერთკარნახის საფუძველზე შეავსებენ  სიმღერის ტექსტს.  (5 წთ.) (სამუშო ფურცელი 10–11)

12.   ბოლოს მასწავლებელი დაფაზე გამოაკრავს ფოტოებს. მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი ფოტო და დაწერონ მასზე სასიყვარულო ისტორია. (2წთ)

5 ფლიტჩარტის ქაღალდი. მარკერები, სტიკერები,ფერადი ფურცლები, აუდიო მასალა, სკოჩი, მაკრატელი,ტექსტები,


Vor zwei Wochen hab' ich dich zum ersten Mal gesehen.
Du warst so betrunken, du konntest kaum noch stehen.
Aus Mitleid hab' ich dich nach Haus gebracht.
Du sagtest zärtlich:"Mein Schatz, gute Nacht."
"Mein Schatz", hast du gesagt, vielleicht war's nur ein Scherz, 
Amors Pfeil durchbohrte mein Herz.
Jetzt weiss ich nicht, was ich denken soll, 
Ist es wirklich Liebe, oder finde ich dich nur toll?
Ich weiss nicht, ob es Liebe ist, 
Wenn man nicht mehr trinkt und isst.
Wenn man an eine denkt und eine andere küsst, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist.
Am nächsten Tag habe ich dich besucht, 
Als das Bier alle war, hast du laut geflucht.
Du lagst auf dem Bett und warst ziemlich breit, 
Aber immerhin waren wir allein zu zweit.
Ich wollte mit dir reden über deine Frisur, 
Und über Liebe, aber du lachtest nur.
Jetzt weiss ich nicht, was ich denken soll, 
Ist es wirklich Liebe, oder finde ich dich nur toll?
Ich weiss nicht ob es Liebe ist, 
Wenn man alle Frauen an einer misst.
Wenn man etwas hört und es sofort vergisst, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist.
Ich weiss nicht, ob das Liebe ist, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist, 










Vor zwei Wochen hab' ich dich zum ersten Mal ___________.
Du warst so betrunken, ______ konntest kaum noch stehen.
Aus Mitleid hab' ich dich nach Haus gebracht.
Du sagtest zärtlich:"Mein Schatz, gute _______."
"Mein Schatz", hast du gesagt, vielleicht war's nur ein Scherz, 
Amors Pfeil durchbohrte mein _______.
Jetzt weiss ich nicht, was ich denken soll, 
Ist es wirklich ______, oder finde ich dich nur toll?
Ich weiss nicht, ob es Liebe ist, 
Wenn man nicht mehr ________ und isst.
Wenn man an eine denkt und eine andere _______, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist.
Am nächsten Tag habe ich _____ besucht, 
Als das ______ alle war, hast du laut geflucht.
Du lagst auf dem Bett und warst ziemlich breit, 
______ immerhin waren wir allein zu zweit.
Ich wollte mit dir reden über deine Frisur, 
Und über _______, aber du lachtest nur.
Jetzt weiss ich nicht, was ich denken soll, 
Ist es wirklich Liebe, oder ______ ich dich nur toll?
Ich weiss nicht _____ es Liebe ist, 
Wenn man alle _______ an einer misst.
Wenn man etwas hört _____ es sofort vergisst, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist.
Ich weiss nicht, ob das Liebe ist, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist, 











Vor zwei Wochen hab' ich __________ zum ersten Mal gesehen.
Du warst so betrunken, du konntest kaum noch stehen.
Aus __________ hab' ich dich nach Haus gebracht.
Du sagtest zärtlich:"Mein Schatz, gute Nacht."
"Mein Schatz", hast du gesagt, __________ war's nur ein Scherz, 
Amors Pfeil durchbohrte mein Herz.
________ weiss ich nicht, was ich denken soll, 
Ist es wirklich Liebe, oder finde ich dich nur toll?
Ich weiss nicht, ob es ________ ist, 
Wenn man nicht mehr trinkt und isst.
Wenn ________ an eine denkt und eine andere küsst, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist.
Am nächsten _________ habe ich dich besucht, 
Als das Bier alle war, hast du laut geflucht.
Du lagst auf dem Bett und _________ ziemlich breit, 
Aber immerhin waren wir allein zu zweit.
Ich wollte mit dir reden ________ deine Frisur, 
Und über Liebe, aber du lachtest nur.
Jetzt weiss ________ nicht, was ich denken soll, 
Ist es wirklich Liebe, oder finde ich dich nur toll?
Ich weiss nicht ______ es Liebe ist, 
Wenn man alle Frauen an einer misst.
Wenn man etwas hört und es _______ vergisst, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist.
Ich weiss nicht, ob das Liebe ist, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist, 
Wenn man beim Pinkeln ständig neben's Becken pisst.





Vor zwei Wochen hab' ich dich zum ersten Mal gesehen.
Du warst so betrunken, du konntest _____ noch stehen.
Aus Mitleid hab' ich dich nach Haus gebracht.
Du sagtest zärtlich:"Mein ___________, gute Nacht."
"Mein Schatz", hast du gesagt, vielleicht war's nur ein Scherz, 
Amors _______ durchbohrte mein Herz.
Jetzt weiss ich nicht, was ich denken soll, 
Ist es wirklich Liebe, oder finde ich _______ nur toll?
Ich weiss nicht, ob es Liebe ist, 
Wenn _______ nicht mehr trinkt und isst.
Wenn man an eine denkt und eine andere küsst, 
Ich _______ nicht, ob das Liebe ist.
Am nächsten Tag habe ich dich besucht, 
Als das Bier alle war, ______ du laut geflucht.
Du lagst auf dem Bett und warst ziemlich breit, 
________ immerhin waren wir allein zu zweit.
Ich wollte mit dir reden über deine Frisur, 
Und über Liebe, aber du _______ nur.
Jetzt weiss ich nicht, was ich denken soll, 
Ist es wirklich Liebe, oder _______ ich dich nur toll?
Ich weiss nicht ob es Liebe ist, 
_________  man alle Frauen an einer misst.
Wenn man etwas hört und es sofort vergisst, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist.
Ich weiss nicht, ob das Liebe ist, 
Ich weiss nicht, ob das Liebe ist.






Montag, 23. September 2013

Typisch Deustch

by nana bochorishvili — უკანასკნელი ცვლილება 2013-01-18 21:29Share

გაკვეთილის ავტორინანა ბოჭორიშვილი
გაკვეთილის თემატიპიურად გერმანული, ტიპიურად ქართული.  (ქართველი გოგონას თვალით დანახული გერმანია)
სწავლების საფეხური/კლასი/საგანისაბაზო/საშუალო. მეთერთმეტე  კლასი. გერმანული ენა
მოსწავლეთა რაოდენობა8
აქტივობის მიზნებიძიებითი  კითხვის მეთოდით მოძებნიან სასურველ ინფორმაციას ტექსტში.
 ვიდეო მასალიდან შეძლებენ მათთვის საჭირო ინფორმაციის ამოკრებას.
მისაღწევი  შედეგები/ინდიკატორებიუცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ანოტაცია, ცნობარი და სხვა) .
·           1.  ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·           2. ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად ) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;

უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიო/ვიდეო ჩანაწერი(საინფორმაციო გადაცემა , ტურისტული რეპორტაჟი, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.
·           1. ამოიცნობს გადაცემის რუბრიკას ( მაგ., ახალი ამბები უცხოეთიდან, სპორტის/კულტურის სიახლეები პრესის მიმოხილვა რეპორტაჟი და სხვა );
·         2. ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს;
უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
·           იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით,სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა;
უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
·           1.  გადმოსცემს წაკითხული/მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
თანმიმდევრობა და დროA
●        მისალმება/ მოთელვა (1 წთ.)
●        კედელზე  გავაკრავთ  ორ ნაწილიან სქემას (Ν 1) რომლის ერთ მხარეს წერია "TypischDeutsch"  ხოლო მეორე მხარეს " TypischGeorgisch"   ვთხოვ მოსწავლეებს  გონებრივი იერიშის გზით  შევავსოთ  სქემის ორივე მხარე. (5წთ.)
B
●        მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ინსტრუქციას: მათ უნდა  ნახონ   ვიდეო რეპორტაჟი და ჩაინიშნონ ის ძირითადი მახასიათებლები  რომლებიც რეპორტაჟის გმირთა აზრით დამახასიათბელია გერმანელი ხალხისათვის. (8 წთ.)
●        შედეგებს განვიხილავთ ფორუმში. სქემა Ν 1-ზე დავამატებთ იმ მახასისთებლებს რომლებიც ბავშვებს არ დაუსახელებიათ გამოწვევის ფაზაში მაგრამ ვიედეოში ნახეს და მოისმინეს. (2 წთ.)
●        მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად.ვთხოვ მათ  შეასრულონ  გვ.33-ზე მე-4 თავის  პირველი სავარჯიშო,რომელიც შემდეგი სახისაა: მოსწავლეებმა  უნდა წაიკითხონ შვიდ ნაწილად გაყოფილი ტექსტი და შეუსაბამონ მათ a-g  თემები. შედეგებს განვიხილათ ფორუმში (15 წთ)
C
●        დავყოფ მოსწავლეებს ორ ჯგუფად და ვთხოვ შეასრულონ მეორე სავარჯიშო,რომელიც მათ ავალებს ტექსტში არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას/ წინადადებათა წყვილების შექმნას. (5 წთ.)
●        ვაჯამებთ გაკვეთილს მოსწავლეები  მესამე სავარჯიშოს დახმარებით თავს მოუყრიან წაკითხულ და ნანახ ინფორმაციას და გადმოსცემენ გერმანელი ხალხის ყველაზე მეტად შესამჩნევ მახასაითებლებს. (5 წთ)
●        ბოლოს მოსწავლეებს ვაყურებინებ პოპულარული გერმანული ჯგუფის პრინცების სიმღერაზე აგებულ ვიდეო კოლაჟს  Deutschland .(3წთ)
  • დავალება.  მოსწავლეთა  ერთმა ჯგუფმა უნდა მოამზადეოს ფოტო ან ვიდეო კოლაჟი თემაზე "ტიპიურად ქართული" ხოლო მეორე ჯგუფმა დაწეროს იგივე თემაზე მცირე ტექსტი. (1 წთ.) დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს მიეცემათ ერთი კვირა.
შეფასებაგანმსაზღვრელი 
საგანმანათლებლო რესურსიმოსწავლის წიგნი Natürlich Deutsch . დაფა, ცარცი. კომპიუტერი, პროექტორი, სქემა შესავალი ფაზისათვის.
 
შეფასების საგანი/კრიტერიუმები
ქულამოსწავლის შედეგი
მოსწავლე ისმენს უცხოენოვან ინტერაქციას და ამოკრებს  მისთვის საინტერესო ინფორმაციას0-3 
მოსწავლე კითხულობს ტექსტს და ასრულებს ტექსტის შინაარსზე აგებულ სავარჯიშოებს0-2 
მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას უცხო სიტყვების გაგების მიზნით. (იყენებს ლექსიკონს, აკვირდება კონტექსტს, ეკითხება თანაკლასელებს)0-1 
ზეპირად გადმოსცემს  ტექსტის და ვიდეოს მთავარ შინაარსს.0-3 
მუშაობს  წყვილში და ჯგუფშიმუშაობს  წყვილში და ჯგუფში0-1 

წინაპრების ნაკვალევზე. 2013 წელი.