Samstag, 20. Oktober 2012

პროექტის სახელწოდება: "სიბერე ქართულად"
პროექტის მთავარი იდეა (თემა):  "პატივი ეცი სიბერეს, ის შენი მომავალია."                                              
პროექტის აქტუალობა: ქალაქის ქუჩების,განსაკუთრებით  ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ მიხვდე რამდენად მწვავედ  დგას სოციალური პრობლემა საქართველოში.
პროექტის მიზნები:  ბავშვებმა უკეთ გაიგონ ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ, გაიაზრონ თავიანთი მოქალაქეობრივი როლი და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. გაარკვიონ რა უჭირთ ან ულხინთ XXI საუკუნის მოხუცებს საქართველოში. (პროექტზე მუშაობისას  ისენი ესტუმრებიან მოხუცთა თავშესაფარს ქუთაისში, გაესაუბრებიან მოხუცებს რომლებიც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შრომით ირჩენენ თავს)
მონაწილეთა  ასაკი: 15-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  6-8 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: რეპორტაჟი, კედლის გაზეთი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: ფოტო და ვიდეო კამერები.კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1.პირველ რიგში აუცილებლად უნდა გადაწყდეს ვის და სად  უნდა შევხვდეთ .
 2.სამუშაო ჯგუფების შექმნა და  როლების გადანაწილება. სასურველია მოხერხდეს სტუმრობა მოხუცთა თავშესაფარში, გასაუბრება ფიზიკურად მომუშავე მოხუცებთან, ყოფილ მსახიობებთან,სოფლის უხუცესებთან.
3. თითეულ ჯგუფს დაევალება  მოამზადოს კითხვები, მოახერხოს შეხვედრა რესპოდენტებთან  და სასურველი მასალის შეგროვება.
4. პროექტში მონაწილე ყველა ბავშვის შეკრება და შეგროვილი მასალის ერთმანეთისთვის გაზიარება.
 5. მთელი მასალის გაერთიანება და რეპორტაჟის მომზადება.
 6. პროექტის ფარგლებში შეგროვილი   მასალის ჩვენება სკოლაში (მოწვეულ სტუმრებთან) .ასევე თითოეული მოსწავლის მცირე მოხსენება იმასთან დაკავშირებით თუ რა იცოდნენ აღნიშნულ პროექტამდე საკითხთან დაკავშირებით, რა გაიგეს ახალი და საერთოდ, რა მისცა მათ აღნიშნულ პროექტზე მუშაობამ.
7.საქველმოქმედო აქცია. სოფელში მოხალისეთა მიერ სხვადასხვა სახის პროდუქტისა და   სამოსის შეგროვება. მათი გადაცემა იმ მოხუცებისთვის რომლებსაც ეს ჩვენზე მეტად სჭირდებათ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტ-რა. სამოქალაქო განათლება.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ბოჭორიშვილი
 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanabochorishvili1@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanabochorishvili.blogspot.com
Für die Welt bist du irgendjemand,aber für irgendjemanden bist du die Welt......