Freitag, 9. Mai 2014

პრეოქტის სახელწოდება:  პროფესიული განათლება.
 პროექტის მთავარი იდეა (თემა): აუცილებელი არაა ყველა ადამიანს ჰქონდეს უნივერსიტეტის დიპლომი. მთავარია იყო პროფესიონალი საქმისა, რომელსაც აკეთებ.     პროექტის აქტუალობა:  პროფესიული განათლების კოლეჯების პოპულარიზაცია  დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში.
პროექტის მიზნები: გაერკვევიან პროფესიული კოლეჯების დანიშნულებაში;გაიგებენ დღესდღეობით საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შეასხებ;დააკვირდებიან სხვადასხვა პროფესიის თეორიული  და პრაქტიკული მეცადინეობის პროცესს; გაერკვევიან საკუთარ მისწრაფებებში.
მონაწილეთა ასაკი:  15-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  5-6 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  შეიქმნება საინფორმაციო ტიპის ბუკლეტი, კედლის წერილობითი და ელექტრონული გაზეთი.          პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპუტერი, რამოდენიმე ციფრული ფოტო-აპარატი, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა:1.  მოიძიებენ ინფორმაციას სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ადგილმდებარეობის შესახებ.
 2. დაიყოფიან ჯგუფებად. შესაძლოა ზოგიერთ მოსწავლეს უკვე აქვს გაცნობიერებული  მომავალი საქმიანობის სფერო,ამასთან არსებობენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც აბსოლიტურად ვერ გარკვეულან რისი კეთება სურთ მომავალში.
3. გააგზავნიან რამდენიმე მოსწავლეს პროფესიული კოლეჯის დირექტორთან შესახვედრად,რომლებმაც უნდა გაარკვიონ შეძლებს იგი  მოსწავლეთა მიღებას მათთვის საინტერესო ინფორმაციის გაცნობის მიზნით; აგრეთვე რამდენად შესაძლებელი იქნება მოსწავლეთა დასწრება კოლეჯში სწავლების პროცეზე.
4. მოამზადებენ კითხვებს  რომლებსაც დაუსვამენ კოლეჯის დიტექტორს,მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. დააკვირდებიას სწავლების პროცესს.
5.შეხვდებიან წარმატებულ კურსდამთავრებულებს რომლებმაც უკვე იპოვეს სამუშაო.
6. მოაწყობენ ექსკურსიას მხარეში რომლის პროფესიული კოლეჯიც იძლევა ისეთი პროფესიის დაუფლების საშუალებას რომელიც ჩვენს მხარეში ნაკლებაა გავრცელებული (მაგ: ხალხური რეწვა)
7. შეგროვილ ინფორმაციას, ფოტო და ვიდეო მასალას გააერთიანებენ ელექტრონული პრეზენტაციის სახით და საკუთარ შთაბეჭდილებებთან ერთად გააცნობენ სკოლის სხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.  აგრეთვე დაამზადებენ კედლის გაზეთს.
8.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-თან კავშირი: 
9. პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ბოჭორიშვილი
10. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  nanabochorishvili1@gmail.com
11. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   nanabochorishvili.blogspot.com

a

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen