Montag, 6. Juni 2016

ინტელის ტრენინგი

სწავლა და დასაქმება გერმანიაში


სწავლა და დასაქმება გერმანიაში ტრენინგის ფარგლებში გავეცანი საინტერესო დამხმარე მასალებს, რომლებიც გამომადგება შემდგომში სასწავლო პროექტების უკეთ დაგეგმვასა და შეფასებაში. უცხოელი კოლეგების მიერ შემოთავაზებული პროექტების ნიმუშებზე შესაძლებელია ჩემი სამუშაო პროცესის უფრო მარტივად და საინტერესოდ დაგემვა. ტრენინგის ფარგლებში ვისწავლე ისტ-თან მუშაობის საინტერესო ნიუანსებიც. მაგ. ელ. კითხვარების შექმნა, ვიდეოების ჩაშენება ბლოგზე და სხვა. ვფიქრობ ტრენინგზე მიღებული ცოდნა საჭიროებს ხშირად გადახედვას და განმტკიცებას.

Samstag, 14. Mai 2016

ტრენინგის მესამე, მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე, მეოთხე და მეხუთე  დღეს  განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირის გათვალისწინება პროექტის დაგეგმვისას.
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვაძო კითხვების ნიმუშებს სხვადასხვა პროექტის მაგალითზე და შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო საკვანძო კითხვები.
გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდზე. განვიხილეთ პრეზენტაციის ფორმა ჩვენს პროექტზე.
გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ  სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს.
გგავიხსენეთ ვებური ტექნოლოგიების მოხმარება.  google drive-ზე შევქმენით ფორმულარების, ტესტებისა და მარტივი კლვევის ნიმუშები.
მეხუთე დღე ყველაზე საინტერესო იყო.


Samstag, 23. April 2016

Intel–ის ტრენინგი. მეორე დღის რეფლექსია

  • ვისაუბრეთ  პროექტების  სწავლების სასკოლო ცხოვრებასი დანეგვის პროცესსა და მნიშვნელობაზე; 
  • გავეცანით ტრენინგის მოდულებსა და შესასრულებელ ამოცანებს;
  • შევქმენით პროტფოლიო თავისი შემადგენელი საქაღალდეებით თითოეული მოდულის მასალების შესანახად; 
  •   სალექციო კურსიდან ჩამოვტვირთეთ და შესაბამის სააღალდეებში შევინახეთ  მუშაობის პროცესისათვის საჭირო მასალები;
  • გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს;
  •   დავათვალიერეთ პროექტის საინფორმაციო ბუკლეტისა და გაზეთის  შაბლონები და  ვისწავლეთ მათი გამოყენება (როგორც უშუალოდ სალექციო მასალაში ასევე ტექსტურ რედაქტორში–Word–ში);
  • გავეცანით   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს; 
  •  გავიხსენეთ ელექტორონილ ფოსტასთან მუშაობა და ბლოგის მოხმარების წესები;
  • აქვე გავაკეთეთ ჩვენი  პროექტის სათაურისა და შინაარსის მოკლე მონახაზიც.

Donnerstag, 17. September 2015

პროექტი "სუფთა წერა" ანგარიში

პროექტის  რეფლექსია
ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება
პროექტი– სუფთა  წერა“
ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები
სკოლის მოსწავლეებში ეპიდემიასავით გავრცელდა საშინელი კალიგრაფია. მოსწავლეები წერენ იმდენად ცუდად რომ თვითონვე უჭირთ   საკუთარი ნაწერის  ამოკითხვა. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად , გაგვეკეთებინა რაიმე, შექმნილი მდგომარეობის თუნდაც ცოტათი გამოსასწორებლად. იდეა პირველად მოსწავლეებს გავაცანით და მათი უმეტესობა დაინტერესდა.
ნაწილი 3 - რეზიუმე
პროექტის მონახაზი თვითმმართელობის წევრ მოსწავლეებთან ერთად შეიქმნა. შემდეგ დამუშავდა ჩემს მიერ და სამუშაო ვარიანტი განვიხილეთ ფილოლოგიურ კათედრაზე. ასე შეიქმნა დირექციისათვის წარსადგენი ვარიანტი.
ვინაიდად პროექტი მოითხოვდა სკოლის ბუიჯეტიდან ფინანსურ დახმარებას ამიტომ შესაბამის წერილით მივმართეთ სკოლის სამერვეო საბჭოსა და ადმინისტრაციას. საბედნიერეოდ მათ დაგვრთეს ნება პროექტის წარდგენილი გეგმით მუშაობისა და აღგვითქვს ფინანსური მხარდაჭერაც.
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ჩათვალეს, რომ უკვე შეუძლებელია მათი კალიგრაფიის გამოსწორება. სამწუხაროდ მათი გადარწმუნება ვერ შევძელით.
პოექტში ჩართვის დღიდან მოსაწავლეებმა თავიანთი სამუშაო რვეულების სუფთა ფურცელზე დააწერეს: „მე ჩავერთე პროექტში „სუფთა წერა“.  პროექტი მიმდინარეობდა  2 თვე.  დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაწყებითი კლასების მასწავლებლები უკვე აღნიშნავდნენ  თავიანთი მოსწავლეების დიდ მონდომებას.
2 თვის გასვლის შემდეგ ჩვენ ავკრიბეთ მოსწავლეებისგან ქართულისა და მათემატიკის  რვეულები. შეფასების პროცესმა მიიღო წარდგენილი გეგმისაგან ცოტა განსხვავებული სახე.   თითოეული მოსწავლის რვეულს  ამოწმებდა 3  ჯგუფი. მათ  შორის 2 მასწაველბელთა და 1 მოსწავლეთა თვითმართველობიდან (ისინი ვინც პროექტში არ იყვნენ ჩართულნი).  თითოული ჯგუფი იღებდა მოსწავლის ორივე რვეულს და  აფასებდა მათ 5 ბალიანი სისტემით.  აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ მოსწავლეთა ჯგუფი ბევრად უფრო კრიტიკული იყო ვიდრე მასწავლებელთა.  ბოლოს შევკრიბეთ მიღებული შეფასებები და დავადგინეთ, რომ პოექტის ამ  ნაწილში, ანუ „საუკეთესო საშინაო და საკლასო წერის რვეული“ ყველაზე მეტი ქულა დააგროვა მე–5 კლასის მოსწავლემ, ნინი ვახტანგაძემ.
აღნიშნულიდან  3 დღეში მოეწყო  შეჯიბრი მეორე და მესამე კატეგორიაში გამარჯვებულ  მოსწავლეთა  გამოსავლენად. ამ ნაწილში ერთად შეკრებილმა მოსწავლეებმა   შეასრულეს  ორი დავალება. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა  გადაწერეს  ერთი და იგივე ლექსი  და მისწერეს წერილი სასურველ პიროვნებას. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა გადაწერეს  ლექსი განთიადი და დაწერეს განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე.
გადაწერის ნაწილის ობიექტურად შესაფასებლად მოსწავლეებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ არ მიეთითებინათ სამუშაო ფურცელზე  სახელი და გვარი. უბრალოდ ენახათ ფურცლის უკან აღნიშნული ნომერი  დ ნამუშევრის  ჩაბარების შემდეგ  აირჩიონ მაგიდაზე დაწყობილი ნომრებიდან მათი ფურცლის შესაბამისი  და შეინახონ როგორც საბუთი.
კალიგრაფიული ნაშრომების შეფასებაში ყველა ჩაერთო.
მეორე დღეს მოსწავლეებს გამოკრული დახვდათ ნამუშევრები კედელზე.   შეფასებისათვის თითოეულ მოსწავლესა და მშობელს მიეცა ერთი ფერადი სტიკერი. ანუ ყველას ჰქონდა მხოლოდ ერთი ხმა და შეეძლო მიეწებებინა  თავის სტიკერი სასურველ  ნაშრომზე. ბოლოს დავითვალეთ მათი რაოდენობა ნაშრომებზე და კონკურსის ამ ნაწილში გაიმარჯვა  მე–6 კლასის მოსწავლემ დიანა ხანთაძემ.
წერილები და საქმიანი ქაღალდები გაასწორეს ფილოლოგიური კათედრის წევრებმა და კონკურსის ამ  ნაწილში გაიმარჯვა მე–8 კლასის მოსწავლემ  ანი გოგლიჩაძემ. 

დაჯილდოვება
დაჯილდოვების  ნაწილშიც მოგვიწია მცირე ცვლილების შეტანა.  კერძოდ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელმა უარი გვითხრა უნაღდო ანგარიშსწორებით სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენაზე, ამიტომაც  მოსწავლეებთან შევათანხმეთ  სასურველი წიგნები და ისე გადავეცით გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები.
მასწავლებელთა თხოვნით სპეციალური სიგელებით  დავაჯილდოვეთ რამოდენიმე განსაკუთრებით მონდომებული მოსწავლეც.
ნაწილი 4 -  ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
ამ პროექტის გაკეთება სკოლაში შექმნილმა საშინელმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. მიუხედავად ყველა მასწავლებლის თხოვნისა ბავშვები არათუ არ აუმჯობესებდნენ კალიგრაფიას, არამედ პირიქით, უფრო აუარესებდნენ. ვიფიქრე თუ მათმცირე მოტივაციას მაინც მივცემდით იქნებ რამე შეცვლილიყო. როგორც კოლეგები აღნიშნავენ, პროექტმა მართლაც გამოიღო გარკვეული შედეგი დაწყებითი და საბაზო საფეზურის მოსწავლეებში. იმედია მომავალ წელს მსგავსი სახის პროექტებსა დაღონისძიებებშიუფროსკლასელებიც აქტიურად ჩაერთვებიან.
მომავალშიც ვეცდები მსგავსი პროექტები თუ ღონისძიებები სხვა კოლეგებთან ერთადაც განვახორცოელო.
ხელმოწერა:   ნანა  ბოჭორიშვილი



თარიღი:  13 ივნისი 2015 წ.https://drive.google.com/folderview?id=0BxKJafFfVLNBRmhYc2xBX1FaU2c&usp=sharing
პრეოქტის სახელწოდება:   სუფთა  წერა

           პროექტის მთავარი იდეა (თემა):  პროექტის მიზანია წერის კულტურის ამაღლება.

პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეეთა საშიანო დავალების და შემაჯამებელი დავალების რვეულებშიც  საგანგაშოდ საყურადღებო სიტუაციაა. მათი მთავარი მიზანია გადააშავონ ფურცელი და შემდეგ ხშირად საკუთარი ნაწერის წაკითხვაც კი უჭირთ.

პროექტის მიზნები:  პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და  იმაზე უკეთესი მდგომარეობის ნახვა მოსწავლეთა რვეულებში ვიდრე დღესაა.
მოსწავლეებს განუვითარდებათ თვითორგანიზაციისა  და პასუხისმგებლობის  გრძნობა;

მონაწილეთა ასაკი:  6–18 წელი.  პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

ვადები/ხანგრძლივობა:  9–10  კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  საუკეთესო ნაშრომების  გამოფენა.

პროექტის მსვლელობა:
          სამეურვეო საბჭოსა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მოსწავლეებს გავაცნობთ პროექტის მიზანს.  აუხსნით მათ, რომ  სუფთად და მოწესრიგებულად წერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ პროექტს, რომელიც დაეხმარება მათ საჩუქრის მიღების მოტივით უფრო ყურადღებით აკეთონ თავიანთი ყოველდღიური საქმე.
          მოსწავლეებს ვთხოვთ, პოექტის პრეზენტაციის დღიდან თავიანთი საშინაო დავალების ყველა საგნის რვეულებს დააწერონ  ცარიელ ფურცელზე „მე ჩავერთე  პროექტში –სუფთა წერა“ და ამის შემდეგ  შეეცადონ გამარჯვების მოპოვებას.
           კონკურსის ბოლოს 9–10 კვირის თავზე. სპეციალურად შექმნილი კომისია  ჩამოკრიბავს რომელიმე ორი საგნის რვეულებს და სპეციალურად ჩამოწერილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს მათ.
          აქვე მოეწყობა კალიგრაფიული კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები საფეხურების მიხედვით შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებს.  მაგ: პირველი საფეხურის მოსწავეების კალიგრაფიულად და მხატვრულად გააფორმებენ ერთსა და იმავე ლექსს. მეორე საფეხურის მოსწავლეები ერთასა და იმავეს და მესამე საფეხურის მოსწავლეებიც ერთსა და იმავეს. აქაც გამოვლინდება მეორე გამარჯვებული. (კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის მოსწავლეები რომელთაც  კონკურსში ჩართეს თავიანთი დავალების რვეულებიც).
          კონკურსი N2– საუკეთესო საქმიანი წერილი.  მაგალითად განცხადება.
          მეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
          გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერით.
          ყველაზე სუფთა დავალების რვეული. 40 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება
          ყველაზე  კარგი კალიგრაფიული ნაშრომი  40 ლარიანი ვაუჩერით
          ყველაზე საინტერესო და  სწორი საქმიანი წერილი– 20 ლარიანი ვაუჩერით.
          საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-თან კავშირი:
ესგ. მუხლი 34. მოსწავლის მოტივაციის გაზრდა. 

მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობა და, პირიქით, იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა.  ასევე, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს  დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება. აუცილებელია, მოსწავლემ დაინახოს კავშირი სკოლაში მიმდინარე  საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.
ქართ. I. 12. მოსწავლეს შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა.
          იცავს ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს.

9. პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ბოჭორიშვილი

 ნამუშევრების შემფასებელი კომისიის წევრები: ინგა კუხიანიძე, ია ცნობილაძე, მაია ცნობილაძე, თამარ ფურცხვანიძე, მარიეტა შალამბერიძე, ანა ქობულაძე, თინა ბოჭორიშვილი, გულიკო ბოჭორიშვილი.

10. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  nanabochorishvili1@gmail.com

11. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   nanabochorishvili.blogspot.com