Typisch Deustch
by nana bochorishvili — უკანასკნელი ცვლილება 2013-01-18 21:29Share
გაკვეთილის ავტორი | ნანა ბოჭორიშვილი |
გაკვეთილის თემა | ტიპიურად გერმანული, ტიპიურად ქართული. (ქართველი გოგონას თვალით დანახული გერმანია) |
სწავლების საფეხური/კლასი/საგანი | საბაზო/საშუალო. მეთერთმეტე კლასი. გერმანული ენა |
მოსწავლეთა რაოდენობა | 8 |
აქტივობის მიზნები | ძიებითი კითხვის მეთოდით მოძებნიან სასურველ ინფორმაციას ტექსტში. ვიდეო მასალიდან შეძლებენ მათთვის საჭირო ინფორმაციის ამოკრებას. |
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები | უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ანოტაცია, ცნობარი და სხვა) . · 1. ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს; · 2. ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად ) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას; უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიო/ვიდეო ჩანაწერი(საინფორმაციო გადაცემა , ტურისტული რეპორტაჟი, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე. · 1. ამოიცნობს გადაცემის რუბრიკას ( მაგ., ახალი ამბები უცხოეთიდან, სპორტის/კულტურის სიახლეები , პრესის მიმოხილვა , რეპორტაჟი და სხვა ); · 2. ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს; უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად. · 3 იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით,სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა; უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი. · 1. გადმოსცემს წაკითხული/მოსმენილი ტექსტის შინაარსს; |
თანმიმდევრობა და დრო | A ● მისალმება/ მოთელვა (1 წთ.) ● კედელზე გავაკრავთ ორ ნაწილიან სქემას (Ν 1) რომლის ერთ მხარეს წერია "TypischDeutsch" ხოლო მეორე მხარეს " TypischGeorgisch" ვთხოვ მოსწავლეებს გონებრივი იერიშის გზით შევავსოთ სქემის ორივე მხარე. (5წთ.) B ● მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ინსტრუქციას: მათ უნდა ნახონ ვიდეო რეპორტაჟი და ჩაინიშნონ ის ძირითადი მახასიათებლები რომლებიც რეპორტაჟის გმირთა აზრით დამახასიათბელია გერმანელი ხალხისათვის. (8 წთ.) ● შედეგებს განვიხილავთ ფორუმში. სქემა Ν 1-ზე დავამატებთ იმ მახასისთებლებს რომლებიც ბავშვებს არ დაუსახელებიათ გამოწვევის ფაზაში მაგრამ ვიედეოში ნახეს და მოისმინეს. (2 წთ.) ● მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად.ვთხოვ მათ შეასრულონ გვ.33-ზე მე-4 თავის პირველი სავარჯიშო,რომელიც შემდეგი სახისაა: მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ შვიდ ნაწილად გაყოფილი ტექსტი და შეუსაბამონ მათ a-g თემები. შედეგებს განვიხილათ ფორუმში (15 წთ) C ● დავყოფ მოსწავლეებს ორ ჯგუფად და ვთხოვ შეასრულონ მეორე სავარჯიშო,რომელიც მათ ავალებს ტექსტში არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას/ წინადადებათა წყვილების შექმნას. (5 წთ.) ● ვაჯამებთ გაკვეთილს მოსწავლეები მესამე სავარჯიშოს დახმარებით თავს მოუყრიან წაკითხულ და ნანახ ინფორმაციას და გადმოსცემენ გერმანელი ხალხის ყველაზე მეტად შესამჩნევ მახასაითებლებს. (5 წთ) ● ბოლოს მოსწავლეებს ვაყურებინებ პოპულარული გერმანული ჯგუფის პრინცების სიმღერაზე აგებულ ვიდეო კოლაჟს Deutschland .(3წთ)
|
შეფასება | განმსაზღვრელი |
საგანმანათლებლო რესურსი | მოსწავლის წიგნი Natürlich Deutsch . დაფა, ცარცი. კომპიუტერი, პროექტორი, სქემა შესავალი ფაზისათვის. |
| ქულა | მოსწავლის შედეგი | |
მოსწავლე ისმენს უცხოენოვან ინტერაქციას და ამოკრებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას | 0-3 | ||
მოსწავლე კითხულობს ტექსტს და ასრულებს ტექსტის შინაარსზე აგებულ სავარჯიშოებს | 0-2 | ||
მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას უცხო სიტყვების გაგების მიზნით. (იყენებს ლექსიკონს, აკვირდება კონტექსტს, ეკითხება თანაკლასელებს) | 0-1 | ||
ზეპირად გადმოსცემს ტექსტის და ვიდეოს მთავარ შინაარსს. | 0-3 | ||
მუშაობს წყვილში და ჯგუფშიმუშაობს წყვილში და ჯგუფში | 0-1 |
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen