პრეოქტის სახელწოდება: სუფთა წერა
•
პროექტის მთავარი იდეა (თემა): პროექტის მიზანია წერის კულტურის ამაღლება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეეთა საშიანო
დავალების და შემაჯამებელი დავალების რვეულებშიც
საგანგაშოდ საყურადღებო სიტუაციაა. მათი მთავარი მიზანია გადააშავონ ფურცელი
და შემდეგ ხშირად საკუთარი ნაწერის წაკითხვაც კი უჭირთ.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და იმაზე უკეთესი მდგომარეობის ნახვა მოსწავლეთა რვეულებში
ვიდრე დღესაა.
მოსწავლეებს განუვითარდებათ თვითორგანიზაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
მონაწილეთა ასაკი: 6–18 წელი. პირველიდან
მეთორმეტე კლასის ჩათვლით.
ვადები/ხანგრძლივობა: 9–10 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: საუკეთესო ნაშრომების გამოფენა.
პროექტის მსვლელობა:
•
სამეურვეო საბჭოსა
და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მოსწავლეებს გავაცნობთ პროექტის მიზანს. აუხსნით მათ, რომ სუფთად და მოწესრიგებულად წერა არის ძალიან მნიშვნელოვანი
ფაქტორი ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მათ პროექტს,
რომელიც დაეხმარება მათ საჩუქრის მიღების მოტივით უფრო ყურადღებით აკეთონ თავიანთი
ყოველდღიური საქმე.
•
მოსწავლეებს ვთხოვთ,
პოექტის პრეზენტაციის დღიდან თავიანთი საშინაო დავალების ყველა საგნის რვეულებს დააწერონ ცარიელ ფურცელზე „მე ჩავერთე პროექტში –სუფთა წერა“ და ამის შემდეგ შეეცადონ გამარჯვების მოპოვებას.
•
კონკურსის ბოლოს 9–10 კვირის თავზე. სპეციალურად
შექმნილი კომისია ჩამოკრიბავს რომელიმე ორი
საგნის რვეულებს და სპეციალურად ჩამოწერილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს მათ.
•
აქვე მოეწყობა კალიგრაფიული
კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები საფეხურების მიხედვით შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებს. მაგ: პირველი საფეხურის მოსწავეების კალიგრაფიულად
და მხატვრულად გააფორმებენ ერთსა და იმავე ლექსს. მეორე საფეხურის მოსწავლეები ერთასა
და იმავეს და მესამე საფეხურის მოსწავლეებიც ერთსა და იმავეს. აქაც გამოვლინდება მეორე
გამარჯვებული. (კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის მოსწავლეები
რომელთაც კონკურსში ჩართეს თავიანთი დავალების
რვეულებიც).
•
კონკურსი N2– საუკეთესო
საქმიანი წერილი. მაგალითად განცხადება.
•
მეწყობა მოსწავლეთა
ნამუშევრების გამოფენა.
•
გამარჯვებული მოსწავლეები
დაჯილდოვდებიან მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერით.
•
ყველაზე სუფთა დავალების
რვეული. 40 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება
•
ყველაზე კარგი კალიგრაფიული ნაშრომი 40 ლარიანი ვაუჩერით
•
ყველაზე საინტერესო
და სწორი საქმიანი წერილი– 20 ლარიანი ვაუჩერით.
•
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-თან კავშირი:
ესგ. მუხლი 34. მოსწავლის მოტივაციის გაზრდა.
მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური
ამოცანაა. სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება,
თუ ის ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობა და, პირიქით,
იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა. ასევე, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში.
მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება.
აუცილებელია, მოსწავლემ დაინახოს კავშირი სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას
შორის.
ქართ. I. 12. მოსწავლეს შეუძლია
ანბანის ყველა ასოს გამოწერა.
•
იცავს ხაზოვან სისტემაში
ასოთა განლაგების პრინციპს.
9. პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ბოჭორიშვილი
ნამუშევრების
შემფასებელი კომისიის წევრები: ინგა კუხიანიძე, ია ცნობილაძე, მაია ცნობილაძე, თამარ
ფურცხვანიძე, მარიეტა შალამბერიძე, ანა ქობულაძე, თინა ბოჭორიშვილი, გულიკო ბოჭორიშვილი.
10. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanabochorishvili1@gmail.com
11. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nanabochorishvili.blogspot.com
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen