პროექტის რეფლექსია
ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება
პროექტი– “ სუფთა წერა“
ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები
სკოლის მოსწავლეებში ეპიდემიასავით
გავრცელდა საშინელი კალიგრაფია. მოსწავლეები წერენ იმდენად ცუდად რომ თვითონვე უჭირთ საკუთარი ნაწერის ამოკითხვა. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად , გაგვეკეთებინა
რაიმე, შექმნილი მდგომარეობის თუნდაც ცოტათი გამოსასწორებლად. იდეა პირველად მოსწავლეებს
გავაცანით და მათი უმეტესობა დაინტერესდა.
ნაწილი 3 - რეზიუმე
პროექტის მონახაზი თვითმმართელობის
წევრ მოსწავლეებთან ერთად შეიქმნა. შემდეგ დამუშავდა ჩემს მიერ და სამუშაო ვარიანტი
განვიხილეთ ფილოლოგიურ კათედრაზე. ასე შეიქმნა დირექციისათვის წარსადგენი ვარიანტი.
ვინაიდად
პროექტი მოითხოვდა სკოლის ბუიჯეტიდან ფინანსურ დახმარებას ამიტომ შესაბამის წერილით
მივმართეთ სკოლის სამერვეო საბჭოსა და ადმინისტრაციას. საბედნიერეოდ მათ დაგვრთეს ნება
პროექტის წარდგენილი გეგმით მუშაობისა და აღგვითქვს ფინანსური მხარდაჭერაც.
დაწყებითი
და საბაზო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა
ჩათვალეს, რომ უკვე შეუძლებელია მათი კალიგრაფიის გამოსწორება. სამწუხაროდ მათი გადარწმუნება
ვერ შევძელით.
პოექტში
ჩართვის დღიდან მოსაწავლეებმა თავიანთი სამუშაო რვეულების სუფთა ფურცელზე დააწერეს:
„მე ჩავერთე პროექტში „სუფთა წერა“. პროექტი
მიმდინარეობდა 2 თვე. დაწყებიდან რამდენიმე დღეში დაწყებითი კლასების
მასწავლებლები უკვე აღნიშნავდნენ თავიანთი
მოსწავლეების დიდ მონდომებას.
2
თვის გასვლის შემდეგ ჩვენ ავკრიბეთ მოსწავლეებისგან ქართულისა და მათემატიკის რვეულები. შეფასების პროცესმა მიიღო წარდგენილი
გეგმისაგან ცოტა განსხვავებული სახე. თითოეული მოსწავლის რვეულს ამოწმებდა 3
ჯგუფი. მათ შორის 2 მასწაველბელთა და
1 მოსწავლეთა თვითმართველობიდან (ისინი ვინც პროექტში არ იყვნენ ჩართულნი). თითოული ჯგუფი იღებდა მოსწავლის ორივე რვეულს და აფასებდა მათ 5 ბალიანი სისტემით. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ მოსწავლეთა ჯგუფი
ბევრად უფრო კრიტიკული იყო ვიდრე მასწავლებელთა.
ბოლოს შევკრიბეთ მიღებული შეფასებები და დავადგინეთ, რომ პოექტის ამ ნაწილში, ანუ „საუკეთესო საშინაო და საკლასო წერის
რვეული“ ყველაზე მეტი ქულა დააგროვა მე–5 კლასის მოსწავლემ, ნინი ვახტანგაძემ.
აღნიშნულიდან 3 დღეში მოეწყო შეჯიბრი მეორე და მესამე კატეგორიაში გამარჯვებულ მოსწავლეთა
გამოსავლენად. ამ ნაწილში ერთად შეკრებილმა მოსწავლეებმა შეასრულეს
ორი დავალება. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადაწერეს
ერთი და იგივე ლექსი და მისწერეს წერილი
სასურველ პიროვნებას. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა გადაწერეს ლექსი განთიადი და დაწერეს განცხადება სკოლის დირექტორის
სახელზე.
გადაწერის
ნაწილის ობიექტურად შესაფასებლად მოსწავლეებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ არ მიეთითებინათ
სამუშაო ფურცელზე სახელი და გვარი. უბრალოდ
ენახათ ფურცლის უკან აღნიშნული ნომერი დ ნამუშევრის ჩაბარების შემდეგ აირჩიონ მაგიდაზე დაწყობილი ნომრებიდან მათი ფურცლის
შესაბამისი და შეინახონ როგორც საბუთი.
კალიგრაფიული
ნაშრომების შეფასებაში ყველა ჩაერთო.
მეორე
დღეს მოსწავლეებს გამოკრული დახვდათ ნამუშევრები კედელზე. შეფასებისათვის თითოეულ მოსწავლესა და მშობელს
მიეცა ერთი ფერადი სტიკერი. ანუ ყველას ჰქონდა მხოლოდ ერთი ხმა და შეეძლო მიეწებებინა თავის სტიკერი სასურველ ნაშრომზე. ბოლოს დავითვალეთ მათი რაოდენობა ნაშრომებზე
და კონკურსის ამ ნაწილში გაიმარჯვა მე–6 კლასის
მოსწავლემ დიანა ხანთაძემ.
წერილები
და საქმიანი ქაღალდები გაასწორეს ფილოლოგიური კათედრის წევრებმა და კონკურსის ამ ნაწილში გაიმარჯვა მე–8 კლასის მოსწავლემ ანი გოგლიჩაძემ.
დაჯილდოვება
დაჯილდოვების ნაწილშიც მოგვიწია მცირე ცვლილების შეტანა. კერძოდ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელმა უარი გვითხრა
უნაღდო ანგარიშსწორებით სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენაზე, ამიტომაც მოსწავლეებთან შევათანხმეთ სასურველი წიგნები და ისე გადავეცით გამარჯვებულებს
კუთვნილი პრიზები.
მასწავლებელთა თხოვნით სპეციალური
სიგელებით დავაჯილდოვეთ რამოდენიმე განსაკუთრებით
მონდომებული მოსწავლეც.
ნაწილი 4 -
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
ამ პროექტის გაკეთება სკოლაში
შექმნილმა საშინელმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. მიუხედავად ყველა მასწავლებლის თხოვნისა
ბავშვები არათუ არ აუმჯობესებდნენ კალიგრაფიას, არამედ პირიქით, უფრო აუარესებდნენ.
ვიფიქრე თუ მათმცირე მოტივაციას მაინც მივცემდით იქნებ რამე შეცვლილიყო. როგორც კოლეგები
აღნიშნავენ, პროექტმა მართლაც გამოიღო გარკვეული შედეგი დაწყებითი და საბაზო საფეზურის
მოსწავლეებში. იმედია მომავალ წელს მსგავსი სახის პროექტებსა დაღონისძიებებშიუფროსკლასელებიც
აქტიურად ჩაერთვებიან.
მომავალშიც ვეცდები მსგავსი პროექტები თუ ღონისძიებები
სხვა კოლეგებთან ერთადაც განვახორცოელო.
ხელმოწერა: ნანა
ბოჭორიშვილი
თარიღი: 13 ივნისი 2015 წ.https://drive.google.com/folderview?id=0BxKJafFfVLNBRmhYc2xBX1FaU2c&usp=sharing
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen