Montag, 23. September 2013

Typisch Deustch

by nana bochorishvili — უკანასკნელი ცვლილება 2013-01-18 21:29Share

გაკვეთილის ავტორინანა ბოჭორიშვილი
გაკვეთილის თემატიპიურად გერმანული, ტიპიურად ქართული.  (ქართველი გოგონას თვალით დანახული გერმანია)
სწავლების საფეხური/კლასი/საგანისაბაზო/საშუალო. მეთერთმეტე  კლასი. გერმანული ენა
მოსწავლეთა რაოდენობა8
აქტივობის მიზნებიძიებითი  კითხვის მეთოდით მოძებნიან სასურველ ინფორმაციას ტექსტში.
 ვიდეო მასალიდან შეძლებენ მათთვის საჭირო ინფორმაციის ამოკრებას.
მისაღწევი  შედეგები/ინდიკატორებიუცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ანოტაცია, ცნობარი და სხვა) .
·           1.  ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·           2. ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად ) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;

უცხ.ს.V.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიო/ვიდეო ჩანაწერი(საინფორმაციო გადაცემა , ტურისტული რეპორტაჟი, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.
·           1. ამოიცნობს გადაცემის რუბრიკას ( მაგ., ახალი ამბები უცხოეთიდან, სპორტის/კულტურის სიახლეები პრესის მიმოხილვა რეპორტაჟი და სხვა );
·         2. ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს;
უცხ.ს.V.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
·           იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით,სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა;
უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
·           1.  გადმოსცემს წაკითხული/მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
თანმიმდევრობა და დროA
●        მისალმება/ მოთელვა (1 წთ.)
●        კედელზე  გავაკრავთ  ორ ნაწილიან სქემას (Ν 1) რომლის ერთ მხარეს წერია "TypischDeutsch"  ხოლო მეორე მხარეს " TypischGeorgisch"   ვთხოვ მოსწავლეებს  გონებრივი იერიშის გზით  შევავსოთ  სქემის ორივე მხარე. (5წთ.)
B
●        მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს ინსტრუქციას: მათ უნდა  ნახონ   ვიდეო რეპორტაჟი და ჩაინიშნონ ის ძირითადი მახასიათებლები  რომლებიც რეპორტაჟის გმირთა აზრით დამახასიათბელია გერმანელი ხალხისათვის. (8 წთ.)
●        შედეგებს განვიხილავთ ფორუმში. სქემა Ν 1-ზე დავამატებთ იმ მახასისთებლებს რომლებიც ბავშვებს არ დაუსახელებიათ გამოწვევის ფაზაში მაგრამ ვიედეოში ნახეს და მოისმინეს. (2 წთ.)
●        მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად.ვთხოვ მათ  შეასრულონ  გვ.33-ზე მე-4 თავის  პირველი სავარჯიშო,რომელიც შემდეგი სახისაა: მოსწავლეებმა  უნდა წაიკითხონ შვიდ ნაწილად გაყოფილი ტექსტი და შეუსაბამონ მათ a-g  თემები. შედეგებს განვიხილათ ფორუმში (15 წთ)
C
●        დავყოფ მოსწავლეებს ორ ჯგუფად და ვთხოვ შეასრულონ მეორე სავარჯიშო,რომელიც მათ ავალებს ტექსტში არსებული ფაქტობრივი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას/ წინადადებათა წყვილების შექმნას. (5 წთ.)
●        ვაჯამებთ გაკვეთილს მოსწავლეები  მესამე სავარჯიშოს დახმარებით თავს მოუყრიან წაკითხულ და ნანახ ინფორმაციას და გადმოსცემენ გერმანელი ხალხის ყველაზე მეტად შესამჩნევ მახასაითებლებს. (5 წთ)
●        ბოლოს მოსწავლეებს ვაყურებინებ პოპულარული გერმანული ჯგუფის პრინცების სიმღერაზე აგებულ ვიდეო კოლაჟს  Deutschland .(3წთ)
  • დავალება.  მოსწავლეთა  ერთმა ჯგუფმა უნდა მოამზადეოს ფოტო ან ვიდეო კოლაჟი თემაზე "ტიპიურად ქართული" ხოლო მეორე ჯგუფმა დაწეროს იგივე თემაზე მცირე ტექსტი. (1 წთ.) დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს მიეცემათ ერთი კვირა.
შეფასებაგანმსაზღვრელი 
საგანმანათლებლო რესურსიმოსწავლის წიგნი Natürlich Deutsch . დაფა, ცარცი. კომპიუტერი, პროექტორი, სქემა შესავალი ფაზისათვის.
 
შეფასების საგანი/კრიტერიუმები
ქულამოსწავლის შედეგი
მოსწავლე ისმენს უცხოენოვან ინტერაქციას და ამოკრებს  მისთვის საინტერესო ინფორმაციას0-3 
მოსწავლე კითხულობს ტექსტს და ასრულებს ტექსტის შინაარსზე აგებულ სავარჯიშოებს0-2 
მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას უცხო სიტყვების გაგების მიზნით. (იყენებს ლექსიკონს, აკვირდება კონტექსტს, ეკითხება თანაკლასელებს)0-1 
ზეპირად გადმოსცემს  ტექსტის და ვიდეოს მთავარ შინაარსს.0-3 
მუშაობს  წყვილში და ჯგუფშიმუშაობს  წყვილში და ჯგუფში0-1 

წინაპრების ნაკვალევზე. 2013 წელი.









ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემადიდი ქალაქების მომავალი.
სწავლების საფეხური და კლასისაბაზო/საშუალო.   XI კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის/მასწავლებლების სახელი და გვარიგერმანული ენა და გეოგრაფია.
ნანა ბოჭორიშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა10
განსაკუთრებული მიდგომებისა და საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილიასეთი მოსწავლე კლასში არ არის
გაკვეთილის სასწავლო მიზნები ( საგნების მიხედვით)გაიხსენებენ და გამოიყენებენ გეოგრაფიის გაკვეთილებზე ნასწავლ მასალას.
მოსწავლეები გაეცნობიან (გაიხსენებენ) მსოფლიოს დემოგრაფიულ მდგომარეობას.
 დაამუშავებენ საინფორმაციო ტიპის უცხოენოვან ტექსტს.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ ინდიკატორებიგეო.X.4. 2.    აანალიზებს მოსახლეობის სტატისტიკურ მონაცემებს (რუკები, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები და სხვა), მსჯელობს მოსახლეობის სიმჭიდროვის, განსახლების თავისებურებების შესახებ;  ადარებს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს და შედეგებს გამოხატავს განსხვავებულ ფორმატში;
უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან) .
1.   ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
2. ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემულ ინფორმაციებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს;
·            გადმოსცემს წაკითხული/მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
·            გადმოსცემს ფილმის, წიგნის სიუჟეტურ ხაზს, გამოკვეთს მნიშვნელოვან დეტალებს;
უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.


გაკვეთილის მსვლელობა/  აქტივობა და დრო
  •  მისალმება/მოთელვა  (2 წთ.)
  •  მივუთითებ მოსწავლეებს სქემა Ν 1-ზე, რომელიც უნდა შევავსოთ გონებრივი იერიშის გზით. სქემა მოიცავს შემდეგ შეკითხვებს. 1. დაახლოვებით რამდენი ადამიანი ცხოვრობს დღესდღეობით დედამიწაზე?  2.  რომელი კონტინენტია ყველაზე მჭიდროდ დასახლებული? 3. რომელი ქვეყანაშია მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტი? 4. რომელი 3 ქალაქია მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე მრავალრიცხოვანი? 5.რა პრობლებები  შეიძლება წარმოიშვას მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში. ( სქემას (5 წუთი)
  •     B ფაზა
  • ამის შემდეგ პროექტორის დახმარებით ვუჩვენებ  სლაიდ–შოუს რომელზეც მოსახლეობის რაოდენობაა დატანილი ქვეყნებისა და კონტინენტების მიხედვით.     2. დიდი ქალაქების მოსახლეობის რაოდენობის სქემას აქვე ვაკეთებთ ჩასწორებებს სქემის მეორე ნაწილზე. (5 წუთი.) 
  • შემდეგ ვუჩვენებ  ვიდეო ს  რომელშიც კაცობრიობის დემოგრაფიული ისტორიაა  მოკლედ გადმოცემული. ერთ ან ორ  მოხალისე მოსწავლეს ვთხოვ მოკლედ გადმოსცეს რაც ვიდეოში ნახა და მოისმინა. (3 წუთი)
  • მოსწავლეებს ვაწყვილებ, ვურიგებ ტექსტებს და ვთხოვ წაიკითხონ იგი და თანვე შეასრულონ 2 დავალება: 1. შეურჩიონ  მთლიან ტექსტს 7 სავარაუდო სათაურიდან ერთი და დაასათაურონ ტექსტის 4 ნაწილი. (სამუშაოს მოსამზადებლად მოსწავლეებს ეძლევათ 12 წთ.) საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება მათ გაუგებარი სიტყვების ახსნაში. 
  •        C ფაზა
  • შედეგების განხილვისათვის  დაგვჭირდება დაახლოებით 5 წუთი. 
  • შემდეგ გავყოფ კლასს 2 ჯგუფად და ვთხოვ დააწყვილონ  12 წინადადება ანუ შეუსაბამონ  1-12 წინადადებებს    A-L წინადადებები.  (5 წუთი). შედეგების განხილვისას ჯგუფის თითოეული წევრი წაიკითხავს ერთ წინადადებას. (3 წუთი)
  • მოსწავლეებს ვეკითხები შეუძლიათ თუ არა მითხრან  მერამდენე ადამიანად დაიბადნენ ისინი დედამიწაზე. შემდეგ ინერნეტის დახმარებით ვუჩვენებ როგორ შეუძლიათ ამის გაგება. ერთი მოსწავლის  დაბადების თარიღის მაგალითზე ვუჩვენებ ამ ინეტერნეტ საიტის მოხმარების წესს. (3 წთ.)
  • საშინაო დავალებად ვაძლევ სავარჯოშოებს მოსწავლის სამუშაო რვეულიდან.  2წუთი.
შეფასება განმსაზღვრელი
საკლასო მენეჯმენტი (საგანმანათლებლო რესურსი) წიგნი, კომპიუტერი, ინტერნეტი, წინასწარ მომზადებული სქემა,სავარჯიშო ჯგუფური სამუშაოსთვის, მარკერი,ჭიკარტები,ცარცი, დინამიკები.
სავარჯიშო ჯგუფური სამუშაოსთვის
1. Die meisten Großstädte auf dieser Welt sind
g.  mit großen Betonhäusern zugebaut.
2. Heutzutage leben weltweit sehra. viele Menschen in Größstädten.
3. Die Wohnungen werden immerk. knapper und teuerer.
4. Nicht allen steht eine Wohnungi. zu Verfügung.
5. Fachleute,die für den Bau der Großstädte zuständig sind,b. schlagen den Bau von unterirdischen Städten vor.
6. In Japan wird in 50 m Tiefe eine Stadt unterl. der Hauptstadt Tokio entstehen.
7. Das Tageslicht soll überc. große Öffnungen und Spiegel in die Tiefe gelangen.
8. Das Problem mit der Zufuhr vond. frischer Luft ist bereits auf biologische Weise gelöst.
9. Millionen  von Bakterien werden sich vonf. den Abgasen ernähren und gleichzeitig für Luftreinigung sorgen.
10. Man will sich in Zukunft aber nicht nur aufe. den Bau unterirdischer Städte beschränken.
11. Die Verlagerung ganzer Verkehrsnetze unterh. der Erde  wird geplant.
12. In den Großstädten werden so große Flächen in den Innenstädten fürj. den Bau von Wohnungen frei.

სქემა Ν1

 1.Ca. wie viele  Menschen wohnen zur Zeit auf dem Erdball?

                                                                                
2. Auf velchen Erdteil wohnen die meisten Menschen?
3. In velchem Land wohnen die meisten Menschen?
4.Nenne drei Städte mit  meisten Bewohner
5. Welche Problemen haben die Städten mit meisten Einwohner?