Montag, 6. Juni 2016

ინტელის ტრენინგი

სწავლა და დასაქმება გერმანიაში


სწავლა და დასაქმება გერმანიაში ტრენინგის ფარგლებში გავეცანი საინტერესო დამხმარე მასალებს, რომლებიც გამომადგება შემდგომში სასწავლო პროექტების უკეთ დაგეგმვასა და შეფასებაში. უცხოელი კოლეგების მიერ შემოთავაზებული პროექტების ნიმუშებზე შესაძლებელია ჩემი სამუშაო პროცესის უფრო მარტივად და საინტერესოდ დაგემვა. ტრენინგის ფარგლებში ვისწავლე ისტ-თან მუშაობის საინტერესო ნიუანსებიც. მაგ. ელ. კითხვარების შექმნა, ვიდეოების ჩაშენება ბლოგზე და სხვა. ვფიქრობ ტრენინგზე მიღებული ცოდნა საჭიროებს ხშირად გადახედვას და განმტკიცებას.

Samstag, 14. Mai 2016

ტრენინგის მესამე, მეოთხე და მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე, მეოთხე და მეხუთე  დღეს  განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის კავშირის გათვალისწინება პროექტის დაგეგმვისას.
გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვაძო კითხვების ნიმუშებს სხვადასხვა პროექტის მაგალითზე და შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო საკვანძო კითხვები.
გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდზე. განვიხილეთ პრეზენტაციის ფორმა ჩვენს პროექტზე.
გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ  სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს.
გგავიხსენეთ ვებური ტექნოლოგიების მოხმარება.  google drive-ზე შევქმენით ფორმულარების, ტესტებისა და მარტივი კლვევის ნიმუშები.
მეხუთე დღე ყველაზე საინტერესო იყო.


Samstag, 23. April 2016

Intel–ის ტრენინგი. მეორე დღის რეფლექსია

  • ვისაუბრეთ  პროექტების  სწავლების სასკოლო ცხოვრებასი დანეგვის პროცესსა და მნიშვნელობაზე; 
  • გავეცანით ტრენინგის მოდულებსა და შესასრულებელ ამოცანებს;
  • შევქმენით პროტფოლიო თავისი შემადგენელი საქაღალდეებით თითოეული მოდულის მასალების შესანახად; 
  •   სალექციო კურსიდან ჩამოვტვირთეთ და შესაბამის სააღალდეებში შევინახეთ  მუშაობის პროცესისათვის საჭირო მასალები;
  • გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკასა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშებს;
  •   დავათვალიერეთ პროექტის საინფორმაციო ბუკლეტისა და გაზეთის  შაბლონები და  ვისწავლეთ მათი გამოყენება (როგორც უშუალოდ სალექციო მასალაში ასევე ტექსტურ რედაქტორში–Word–ში);
  • გავეცანით   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს; 
  •  გავიხსენეთ ელექტორონილ ფოსტასთან მუშაობა და ბლოგის მოხმარების წესები;
  • აქვე გავაკეთეთ ჩვენი  პროექტის სათაურისა და შინაარსის მოკლე მონახაზიც.